ირაკლი ლატარია: “112”-ის ოპერატორი ბოლომდე ცდილობდა, ესაუბრა ბიჭთან და არ შეეწყვიტა კონტაქტი, პარალელურად კი ამ ინფორმაციას სინქრონში აწოდებდა ეკიპაჟს, რომელიც ახორციელებდა ძებნას
“112 ის ოპერატორი ბოლომდე ცდილობდა, ესაუბრა ბიჭთან და არ შეეწყვიტა მაგ დროს კონტაქტი, პარალელურად კი ამ ინფორმაციას სინქრონში აწოდებდა ეკიპაჟს, რომელიც ძებნას ახორციელებდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს და გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ეხმიანება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
მისივე თქმით, არის სტანდარტები, თუ როგორ ესაუბრო იმას, ვისაც უჭირს და რა კითხვები უნდა დაუსვა.
“112 ის ოპერატორმა თქვენც გაგაღიზიანათ? ალბათ, ხო, და რატომ იცით? იმიტომ, რომ ჩვენ ახლა დაწყნარებულები, სიგრილეში ვსხედვართ და ისე ვუსმენთ ამ ყველაფერს, რეალურად კი ოპერატორი ბოლომდე ცდილობდა, ესაუბრა ბიჭთან და არ შეეწყვიტა მაგ დროს კონტაქტი, პარალელურად კი ამ ინფოს სინქრონში აწვდიდა ეკიპაჟს, რომელიც ახორციელებდა ძებნას იმ ადამიანისა, ვისაც ესაუბრებოდა ოპერატორი.
ეს ყველაფერი არის პროფესიონალიზმი და, რაც მთავარია, სტანდარტები, თუ როგორ ესაუბრო იმას, ვისაც უჭირს და რა კითხვები უნდა დაუსვა.
დავწყნარდეთ და მხოლოდ კონდენციონერის წინ ნუ ვცდილობთ საგანგებო სიტუაციაში მყოფი ადამიანების ქმედებების შეფასებას”, – წერს ლატარია.