დავით სონღულაშვილმა და ნიდერლანდების ელჩმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის ძირითად მიმართულებებსა და კომიტეტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ელჩმა პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დადებითად შეაფასა.
შეხვედრაზე COVID-19-ის შედეგად გამოწვეულ პანდემიასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრეს.
მააიკე ვან კოლდამმა დავით სონღულაშვილს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.