მესტიაში ხანძარია – ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ხანძარია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შერეული ტყის მასივზეა გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყის ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოხდა.
“ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხისა და მესტიის განყოფილებებიდან 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა”, – განაცხადეს უწყებაში.

ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები