კარლ ჰარცელი: საქართველო 15-დან ერთერთ ქვეყნად დასახელდა, ესაა აღიარება იმ წარმატებისა, რასაც მიაღწია ქვეყანამ, რომელიც ჯანდაცვის კრიზისის მოგვარებაზეა ორიენტირებული

“მოგზაურობისთვის ორივე მიმართულებით გახსნა არ ნიშნავს, თითქოს, ღილაკს დააწვები და ყველაფერი შესრულდება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო 15-დან ერთერთ ქვეყნად დასახელდა, ეს არის უსაფრთხოების სია, ეს არის აღიარება იმ წარმატებისა, რასაც მიაღწია ქვეყანამ, რომელიც ჯანდაცვის კრიზისის მოგვარებაზე არის ორიენტირებული.

„მოგზაურობისთვის ორივე მიმართულებით გახსნა არ ნიშნავს, თითქოს, ღილაკს დააწვები და ყველაფერი შესრულდება. ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირის ინდივიდურ წევრებთან, კომერციულ საჰაერო გადამზიდავდებთან. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა მოთამაშისა, რომელთანაც საჭიროა მუშაობა. უსაფრთხო სია გახლავთ საუკეთესო წერტილი, რომელიც საქართველოს შეიძლება, ჰქონდეს. მე გილოცავთ, რომ მოხვდით ამ სიაში. ველოდებით დაძაბულ მუშაობას ჩემს კოლეგებსა და სხვებთან, რათა აქტიურად ვიაროთ წინ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები