ირაკლი კობახიძე: მაიკ პომპეოს რჩევა დღესვე პირნათლად შესრულდება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი მინიშნება მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

კობახიძის თქმითვე, პომპეოს რჩევა მთლიან პოლიტიკურ სპექტრს ეხება და როდესაც საარჩევნო კოდექსი მზადდება, პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა ჩართული უნდა იყოს.

„მადლობა უნდა გადავუხადო მაიკ პომპეოს ამ განცხადებისთვის, ქებისთვის, რომელიც დაიმსახურა მისგან საქართველოს ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, მისი მინიშნება მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მინიშნება ეხება დღევანდელ კენჭისყრას, რომელიც შედგება საღამოს და დღესვე პირნათლად შესრულდება მაიკ პომპეოს რჩევა. ეს რჩევა ჩვენთვის, ბუნებრივია, არის აბსოლუტურად მისასალმებელი. დღეს სამი მოსმენით დამტკიცდება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ეს რჩევა ეხება მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს. როდესაც მზადდება საარჩევნო კოდექსი, ამ დროს ყველას პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში, თუმცა ხედავთ, რომ ზოგიერთი პარტია საბაბს ეძებს იმისათვის, რომ კენჭისყრაში არ მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა – „ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ მიღებულ კონსტიტუციურ რეფორმას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას ქართველი ოფიციალური პირების დაპირებას საარჩევნო რეფორმის შესრულებასთან დაკავშირებით”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები