კელი დეგნანი: იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს.

როგორც დეგნანმა პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ის დამატებითი პირობები განიხილეს, რომლებიც უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე პარლამენტის სპიკერსა და სხვებთან. ეს კანონმდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც უკვე შეიცავს ოდირის ზოგ რეკომენდაციას. ჩვენ განვიხილეთ ის დამატებითი პირობები, რომლებიც შექმნიდა უფრო თავისუფალ, სამართლიან, სანდო და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს ოქტომბერში. ვიცი, რომ კანონპროექტზე უკვე ჩატარდა ბევრი სამუშაო. იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი საარჩევნო კოდექსის რეფორმის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები