ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, იტალია მესამე ქვეყნებისთვის საზღვრებს არ გახსნის
ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელმაც 15 ქვეყნის მოქალაქეებისთვის დღეიდან საზღვარი გახსნა, იტალია აკრძალვის გაუქმებას არ აპირებს.
ამის შესახებ The Local-ი წერს.
როგორც იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ განაცხადა, გლობალური ვითარება კვლავ მძიმეა.
ხელისუფლება შიშობს, რომ საზღვრების გახსნა ინფიცირების ახალ ჯაჭვს გამოიწვევს.
“ამ მიზეზით, იტალია ინარჩუნებს სავალდებულო კარანტინის გავლის რეჟიმს იმ პირთათვის, რომლებიც ქვეყანაში მესამე ქვეყნებიდან ჩავლენ, შენგენის ზონის გავლით მოხვედრის შემთხვევაშიც კი”, – ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.
ევროკავშირი დღეიდან ბლოკის ქვეყნებში 15 ქვეყნის მოქალაქეებს დაუშვებს, მათ შორის არის საქართველოც.