ამირან გამყრელიძე: დღემდე ქვეყანაში 111 000 PCR ტესტია ჩატარებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეისთვის ქვეყანაში 111 000 PCR ტესტია ჩატარებული.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ტესტირებას ქვეყანაში 19 ლაბორატორია აწარმოებს.
„დღემდე ჩატარებულია სულ 111 000 PCR ტესტი, ამას ემატება კიდევ 50 000-მდე სწრაფი ტესტი როგორც ანტიგენზე, ისე – ანტისხეულზე დამყარებული. PCR ტესტით ჩვენ უკვე მილიონ მოსახლეზე თითქმის 30 000 ტესტზე ვართ ასული, რომელიც არ არის ცუდი მაჩვენებელი და ვართ საშუალო ქვეყნების რიცხვში.
გაფართოვდა ტესტირების არეალი. მოგეხსენებათ, უკვე დღეს 19 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას ქვეყანაში და იმის გამო, რომ არ გაგვეპაროს, იყო ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ჩვენ, ლუგარმა ავამუშავეთ გარე კონტროლის სისტემა, სადაც რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული, როცა გადამოწმდა არადადებითი შემთხვევები და ეს დადებითები დაუყოვნებლივ იქნენ გადაყვანილი საკარანტინე სივრცეებში”, – აღნიშნა გამყრელიძემ.