ჩხოროწყუში მოწყვლადი ჯგუფებისთვის 16 600 ლარის ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემა

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიზნით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 16 600 ლარის ღირებულების სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები გადასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მერიიდან აცნობეს.

დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 ოჯახს გადაეცემა.

ჩხოროწყუს მერსა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმის საფუძველზე მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და მჭიდროდ თანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით.

წითელი ჯვრის საზოგადოებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხათუნა მიქავა ხელმძღვანელობს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია წითელი ჯვრის საზოგადოებას მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები