ბრიტანეთში კორონავირუსის გამო ქალაქ ლესტერს ჩაკეტავენ

ბრიტანეთში კარანტინზე, კორონავირუსის აფეთქების გამო, ქალაქი ლესტერი იკეტება. ის გაერთიანებული სამეფოს პირველი ქალაქი გახდა, სადაც შეზღუდვები ადგილობრივად დაწესდება.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ხენკოკმა განაცხადა, ბოლო ორ კვირაში ლესტერში 900-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

“დაიკეტება ყველა მაღაზია, გამონაკლისი მხოლოდ საკვები პროდუქტებია. ღია დარჩება აფთიაქები. 2 ივლისიდან დაიკეტება სკოლები, რადგან ვირუსი ბავშვებს განსაკუთრებით შეეხო. ქალაქის მოსახლეობას მივმართავთ რეკომენდაციით, დარჩნენ სახლში”, – განაცხადა მინისტრმა.

დაწესებულ ზომებს ორ კვირაში გადახედავენ.

ამასთან, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსი ქვეყნისთვის კატასტროფად იქცა.

“ეს კატასტროფა იყო. მოდით, ნუ შეასუსტებთ ჩვენს სიტყვებს, ვგულისხმობ, რომ ეს იყო ქვეყნისთვის ნამდვილი კოშმარი, ქვეყანამ ღრმა შოკი გამოიარა”, – თქვა ჯონსონმა.

ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ დადგა “რუზველტის მიდგომის” დრო, რომელიც აშშ-ში 1930-ან წლებში განხორციელდა. პრემიერი პირობას დებს, რომ ეკონომიკის აღსადგენად ინფრასტრუქტურაში, განათლებასა და ტექნოლოგიებში ინვესტიციები ჩაიდება.

30 ივნისის მდგომარეობით, ბრიტანეთში კორონავირუსის 313 470 შემთხვევაა დადასტურებული, 43 659 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები