ბაქოში კორონავირუსს ფეხმძიმე ქალი ემსხვერპლა
ბაქოში კორონავირუსს ფეხმძიმე ქალი ემსხვერპლა, რომელიც ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყნის საუნივერსიტეტო ქირურგიის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ამის შესახებ Qafqazinfo წერს.
სამედიცინო უნივერსიტეტის პრესმდივნის, გიუნელ ასლანოვას თქმით, ქალის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და ბავშვის გადასარჩენად საკეისრო კვეთა გაუკეთდა.
მისი თქმით, ამჟამად ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის ჟანგბადის დეფიციტს განიცდიდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. ბავშვი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.