კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პენიტენციური სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს საერთაშორისო პლატფორმაზე გამოქვეყნდა

ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფმა (Pompidou Group) საქართველოს პენიტენციური სისტემის მიერ კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
პომპიდუ ჯგუფის“ სპეციალურ პლატფორმაზე – https://www.savelivesprotectpeople.net/ სხვადასხვა ქვეყნების მიერ კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების წარმატებული პრაქტიკების შესახებაა ინფორმაცია განთავსებული. მათ შორის არის ინფორმაცია საქართველოს პენიტენციური სისტემის შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პომპიდუ ჯგუფმა“ დადებითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები, განსაკუთრებით პენიტენციური სისტემის თანამშრომლების ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა, რის შედეგადაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში.
ცნობისათვის, საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი მიმდინარე წლის მაისში გახდა. პლატფორმა აერთიანებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, პორტუგალია და სხვა ევროპული ქვეყნები.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.savelivesprotectpeople.net/english/learn-from-others/georgian-special-penitentiary-service.html?fbclid=IwAR2lLnMKASKYjcYUtHRvvsJxIqhbgVTq90O8TOorUQiLVYteumKLPguwWec

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები