პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება, არ დავტოვებთ
“ეს ცხელი თემაა და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავა 17 ეჭვმიტანილი”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების მიერ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„დარწმუნებული ვარ, აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება, არ დავტოვებთ, მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.