ქუთაისში სახლი გაძარცვეს – შსს-მ მძარცველები ადგილზე დააკავა

ქუთაისში, გვანცელაძის ქუჩაზე ბინა გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, სახლიდან ძვირადღირებული ნივთები წაიღეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, სახლში მეპატრონე არ იმყოფებოდა.

„გამთენიისას გავიგონეთ სროლის ხმა. როგორც მითხრეს, ჩვენი მეზობლის სახლი გაუძარცვავთ. ჩემი ინფორმაციით, დამნაშავეები ადგილზე დაიჭირეს, მეტს ვერაფერს გეტყვით“, – აცხადებს ერთერთი თვითმხილველი.

მომხდარი “რეიგონულ კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებულები შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები