პირი, რომელმაც გორში “ნაცმოძრაობის” ოფისი დაარბია და დააზიანა, პოლიციამ დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 1-დან 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა გორში, დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს, ასევე, ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.