ინდოეთში მეხის დაცემას 110 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის ორ შტატში – ბიჰარსა და უტარ-პრადეშში ბოლო ორ დღეში მეხის დაცემას 110 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის დეპარტამენტში აცხადებენ.
აღინიშნება, რომ 32 ადამიანი დაშავდა, ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ შტატების მთავრობები სასწრაფო დახმარების აღმოჩენას ოპერატიულად ახერხებენ.