ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს არ გახსნის

ევროკავშირი 1-ელი ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს არ გახსნის ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო.

​ამის შესახებ რუსულ მედიას ბრიუსელში წყარომ განუცხადა.

“ამჟამად, რუსეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება ვერ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ისეთი ქვეყნების სიაში შევიყვანოთ, რომელთა მოქალაქეებისთვის 1-ელი ივლისიდან ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება. რუსეთისთვის ბევრად მეტი დრო დაგვჭირდება, რადგან იქ ვირუსმა აქტიური გავრცელება შედარებით გვიან დაიწყო, ვიდრე – ევროპულ ქვეყნებში”, – აღნიშნა წყარომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები