მამუკა მდინარაძე: საზოგადოების სწორი წარმოდგენების ფონზე, ობიექტური და ადეკვატურია „ნაცმოძრაობის” რეიტინგების ასეთი ვარდნა

„ნაციონალური მოძრაობისა” და მათი კლასტერებისგან შეჩვეულები ვიყავით, რომ ისინი არაფერს აკეთებდნენ და საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ რაღაცას აკეთებდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პიარის თვალსაზრისით, რაღაცების გაყიდვას ,,ნაციონალურ მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები ჯერ, მეტნაკლებად, ახერხებდნენ, მაგრამ ბოლო დროს ეს პიარიც მოუსუსტდათ.

„იმდენად არათანმიმდევრულები გახდნენ, რომ რეიტინგზე უკვე ეს აისახება. როდესაც აბსოლუტურად არაფერს აკეთებ, კონსტრუქციულობის ნიშანწყალი არ გაქვს, საგნობრივად თემებში საერთოდ არ შედიხარ და ზოგად მესიჯებს ისვრი, რომ დააზიანო ხელისუფლება და უკვე მხოლოდ მოგონილზე, “ფეიკნიუსებზე” აწყობ შენს პიარ კამპანიას, ამ დროს რაც  უნდა კარგი სპეციალისტი დაიქირავო პიარის, შკლეროვი იქნება რუსეთიდან ჩამოყვანილი თუ სხვა, წარმოუდგენელია, კონკრეტულ მიზანს მიაღწიო. თან საზოგადოებაც გაიზარდა კიდევ უფრო, ადამიანები უკვე ხედავენ, ვინ ვინ არის. მოქალაქეებმა გარჩევაც უფრო შევძელით და, ამ საზოგადოების სწორი წარმოდგენების ფონზე, ობიექტური და ადეკვატურია მათი რეიტინგების ასეთი ჩამოსვლა ქვევით”, – აღნიშნა ვიცესპიკერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები