ირინა იმერლიშვილი: შედეგი მოსალოდნელი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს და ახალ თავმჯდომარეს წარმატებებს ვუსურვებ 

“შედეგი მოსალოდნელი იყო. მხოლოდ თეორიული შანსი იყო, შეცვლილიყო გადაწყვეტილება, ვართ ზრდასრული ადამიანები, ვართ მოსამართლეები და ჩვენს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელნი ვართ”, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოდა.

იმერლიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს და ახალ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას წარმატებები უსურვა.

„შედეგი იყო მოსალოდნელი. იყო მხოლოდ თეორიული შანსი, შეცვლილიყო გადაწყვეტილება. ვართ ზრდასრული ადამიანები, ვართ მოსამართლეები და ჩვენს გადაწყვეტილებებზე ვართ პასუხისმგებელნი. წარმატებები სასამართლოს, რომლის ძალა იმაში გამოიხატება, რომ აქ ხშირად განსხვავებული აზრი და პოზიცია ფიქსირდება. არ გვაქვს ერთსულოვნება, ეს არის, რითაც ეს სასამართლო განსხვავდება. ასე რომ, წარმატებებს ვუსურვებ საკონსტიტუციო სასამართლოს და ახალ თავმჯდომარეს“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს თავმჯდომარედ მოსამართლე მერაბ ტურავა აირჩია. ტურავას კანდიდატურას ხმა ხუთმა მოსამართლემ მისცა, ხოლო ირინა იმერლიშვილს ოთხმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები