ვარშავაში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ვარშავაში სამგზავრო, ორსექციანი ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, რომლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრანსპორტში 30-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

აღინიშნება, რომ ავარიის შედეგად ავტობუსი შუაზე გაიყო, მისი წინა ნაწილი მგზავრებთან ერთად  მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები