საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გახდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გახდა. მას ცხრა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დასახელებული იყო, ასევე, ირინა იმერლიშვილი, თუმცა მან საჭირო რაოდენობის ხმების მოპოვება ვერ შეძლო.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ცხრა მოსამართლისგან შედგება. თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით აირჩევა. რეგლამენტით, საკუთარ თავს ხმას თავად კანდიდატებიც აძლევენ.