მარნეული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, პირველ ეტაპზე, 2 მილიონამდე ლარს მიიღებს

  მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2014 წელს სოფელ ყულართან და თამარისთან მისასვლელი გზა გაკეთდება. მის მიერვე პრობლემურ საკითხად მიჩნეულია სოფელ შაუმიანში დევნილების დასახლებაში ხევზე გადასასვლელი ხიდის არარსებობაც. საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას წარედგინა პროექტი, რომელიც აღნიშნული ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. კომისიამ მისი დაფინანსების გადაწყვეტილებაც მიიღო.
დასახელებული პროექტების განსახორციელებლად 1 964 800 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები