პრეზიდენტმა ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ პირადი განცხადება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ პირადი განცხადება მიიღო.

“დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ქალბატონი ანა დოლიძის პირადი განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ. აღნიშნული განცხადება არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11 1 პუნქტის შესაბამისად, ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი, რომლის პირობებიც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის N:25/06/01 განკარგულებით”, -აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლებამოსილებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები