შსს-ში ბრიფინგი გაიმართება

დღეს შს სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, 14:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი ბრიფინგს გამართავს.

ბრიფინგის თემა  “ქურდული სამყარო” იქნება.

ცნობისათვის, პოლიციამ “კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 10 პირი მისცა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები