კახა კალაძე: მივმართავ მოადგილეებს, სამსახურის ხელმძღვანლებსა და გამგებლებს, რომ თანამშრომლები რაც შეიძლება მაქსიმალურად დატოვოთ სახლში, მიეცით შესაძლებლობა, დისტანციურად იმუშაონ

„მივმართავ მოადგილეებს, სამსახურის ხელმძღვანლებსა და გამგებლებს, რომ თანამშრომლები რაც შეიძლება მაქსიმალურად დატოვოთ სახლში, თუ ამით საქმე არ გიფუჭდებათ, ამუშავეთ დისტანციურად”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მივმართავ მოადგილეებს, სამსახურის ხელმძღვანლებსა და გამგებლებს, რომ თანამშრომლები რაც შეიძლება მაქსიმალურად დატოვოთ სახლში, თუ ამით საქმე არ გიფუჭდებათ, ამუშავეთ დისტანციურად, ნუ მოთხოვთ სამსახურში მოსვლას არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად შეზღუდეთ ადამიანების რაოდენობა და მიეცით შესაძლებლობა, დისტანციურად, სახლიდან იმუშაონ, თუ ეს თქვენ არ გიქმნით პრობლემას. ყველა სამსახურის ხელმძღვანელმა და ყველა გამგებელმა ეს გადაწყვიტეთ თქვენი შეხედულებისამებრ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები