გურჯაანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო
გურჯაანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი – არჩილ ნიკოლეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადეგნლებთან ერთად მოსახელობას შეხვდა და ახალი კოდექსით გათავლისწინებული ტყის მართვის, მათ შორის, „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ისინი ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლიან. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. საქმიან ეზოებში.
ტყის ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ საქმიანი ეზოს მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოაგდნეს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთერთ მთავარ ინსტრუმენტს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.
აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, ასევე, უკანონო ჭრების რისკები.