ირანში ერთ დღეში კორონავირუსის 2,4 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ირანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 2445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 209 970 ინფიცირებულია.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სიმა სადათ ლარიმ განაცხადა.
ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს 121 პირი ემსხვერპლა, სულ 9 863 ლეტალური შემთხვევაა.
გარდა ამისა, დაავადების დამარცხება 169 160-მა პაციენტმა შეძლო.