კახა ოქრიაშვილი: ჩემი პოზიცია მყარია, მე არ ვუჭერ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ის მხარს არ დაუჭერს.

ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელ პროცესს პოლიტიკური შეფასებები მომავალში მიეცემა.

“ჩემი პოზიცია მყარია, მე არ ვუჭერ მხარს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვფიქრობ, რომ მომავალში მიეცემა პოლიტიკური შეფასებები დღევანდელ პროცესს პირველივე რიგგარეშე არჩევნების შემდეგ. ჩვენ, ჩვენი საზოგადოება, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ ხომ არ დავუბრუნდეთ შერეულ სისტემას. შარშან შერეულ სისტემას დაუბრუნდა სრულიად პროპორციულიდან იტალია და მოლდოვა და ეს ტენდენცია მთელს მსოფლიოში შეინიშნება”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები