დუშეთში დედ-მამამ ჩვილის გაყიდვა დააპირა – სუს-მა ბავშვის ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით მშობლები და მესამე პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინა. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა, რის შემდეგაც აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5 000 აშშ დოლარი  ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც  ისინი დააკავეს.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების ორიდან ხუთ წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები