ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი დაცვას ითხოვს
ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის წევრები დაცვას ითხოვენ.
ოჯახის შესაბამისი განცხადება Deutche Welle-ს ადვოკატმა გადასცა.
“ვითხოვთ გერმანიასა და შვედეთში დაცვას. სამწუხაროდ, გასულ წელს ტკივილით გავიაზრეთ, რომ რუსეთს ხელისუფლების მხრიდან დევნის შიში, რომელმაც სამშობლო დაგვატოვებინა, გამართლებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მოკლულის ოჯახი მოხარულია, რომ “დაწვრილებითი გამოძების შემდეგ” გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი წამოაყენა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენი მამა, ძმა და მეუღლე რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოკლეს”, – აღინიშნება დოკუმენტში.
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გასულ კვირას 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული ხანგოშვილის დაკვეთაში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულა.