ირაკლი კობახიძე: იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის წასვლა ერთადერთი მართებული, თუმცა ძალიან დაგვიანებული გადაწყვეტილება იყო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის წასვლა ერთადერთი მართებული, თუმცა ძალიან დაგვიანებული გადაწყვეტილება იყო.
მისი თქმით, ანა დოლიძე 1 წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს უხეშად არღვევდა.
„რეალურად, ანა დოლიძე წელიწადზე მეტია, პოლიტიკურ საქმიანობას სხვადასხვა ფორმით ეწევა. შესაბამისად, ეს ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება იყო, თუმცა – ძალიან დაგვიანებული. არ შეიძლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 1 წლის განმავლობაში უხეშად არღვევდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს დატოვა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის.