საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა იქნებიან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა იქნებიან.

კანდიდატებს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უყრის კენჭს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველი, გიორგი ლომთაძე აცხადებს, მერაბ ტურავას კანდიდატურა სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ, ხოლო ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა – ოთხმა მოსამართლემ დაასახელა.

გიორგი ლომთაძის ინფორმაციით, მოსამართლე მერაბ ტურავას კანდიდატურას: მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი და თავად მერაბ ტურავა უჭერს მხარს. რაც შეეხება ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას – ის წარადგინეს მოსამართლეებმა: გიორგი კვერენჩხილაძემ, თემურ ტუღუშმა, თამაზ ცაბუტაშვილმა და თავად ირინა იმერლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უფლებამოსილების ვადა უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს ამოეწურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები