გიორგი რურუა: დაკავებისას, სახლის გასაღების გარდა, არანაირი იარაღი არ მქონდა
ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას თქმით, მას დაკავების დროს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, რაც, მისივე თქმით, ჩხრეკის ვიდეოჩანაწერშიც ჩანს.
“დღეს შესრულდა 7 თვე, რაც უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები. ეს უკანონობა რომ არ გაგრძელებულიყო, საკასაციო სასამართლოს ერთი განკარგულებით შეეძლო, ამ საქმისთვის ნათელი მოეფინა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ვიდეოჩანაწერები ამოეღოთ, სადაც ჩემი ჩხრეკა ჩანდა. სახლის გასაღების გარდა, არანაირი იარაღი მე არ მქონდა”, – განაცხადა რურუამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
ცნობისათვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მად სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.