დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული ზაზა მურჯიკნელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარის, თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის​ დაჭრისა და ნოდარ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზაზა მურჯიკნელი კვლავ პატიმრობაში რჩება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, მურჯიკნელის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დარჩა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო.

ცნობისთვის, ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ”ქვეპუნქტითა და 19-109 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დანაშაულის დაფარვისთვის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები