ირაკლი კობახიძე:  ნიკა გვარამიას განცხადება იყო როგორც სამართლებრივად, ასევე, პოლიტიკურად პრობლემური

„თუ ინფორმაცია გაქვს მოსამზადებელი ან პროცესში მყოფი დანაშაულის თაობაზე და არ აწვდი შესაბამის ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს, ეს არის დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოება”, – აღნიშნა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე  „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ”იმედის” ეთერში.

მისი თქმით, ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გვარამიამ გააკეთა, პოლიტიკური თვალსაზრისითაც იყო პრობლემური.

„აქედან გამომდინარე, უნდა დავინტერესდეთ ამ განცხადებების როგორც სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური მხარით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება დანაშაულის აღკვეთას, მისი განცხადებით, ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, რაც გამოჩნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც.

„როცა ამ ყველაფერს ვაანალიზებთ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებას აქვს კონტროლქვეშ ვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, მთავარი არის გამოძიების პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით.

„მათ უნდა მოგვცენ ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ, თუ რასთან გვქონდა საქმე, რა პროცესი იყო ამ ყველაფრის უკან და, საბოლოოდ, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები