თამთა მეგრელიშვილი: ეს და სხვა აქამდე ქვეყნისა და თითოეული პირისთვის არიდებული საფრთხე სპეცსამსახურებისა და პოლიციის შრომის შედეგია

ნიკა გვარამიას ბრიფინგი, დაყენებული ტონითა და მანერებით ტერორისტების სავარაუდო მსხვერპლისადმი გამოხატულ მხარდაჭერასთან ერთად, დღევანდელი ხელისუფლებისათვის დამკვეთის იარლიყის მიწებება იყო, მაგრამ წამყვანი თავად აცდა მისივე მესიჯ ბოქსის მთავარ ხაზს, გამოვიდა რომ, რუსეთის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი, თავად რუსეთუმე ხელისუფლებამ აღკვეთა,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში, წერს.

მისი თქმით, დღეს სუსის პროფესიონალმა გუნდმა მოახერხა და აღკვეთა შესაძლო ტერორისტული აქტი.

,,თანამედროვე მსოფლიოში,ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ყველა ნაციისთვის თუ რელიგიური ჯგუფისთვის. სახელმწიფოების განვითარებისა და სიძლიერის მიუხედავად ,სამწუხაროდ ყოველწლიურად მსოფლიოში საერთაშორისო ტერორიზმის ასობით აქტი ხორცილედება, ხოლო მათი მსხვერპლის რაოდენობა ათასებს ითვლის. დღეს სუსის პროფესიონალმა გუნდმა მოახერხა და აღკვეთა (პირის მიმართ მიმართული) შესაძლო ტერორისტული აქტი და საბედნიეროდ დღეს ტერორისტების სამიზნე უვნებელია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ნიკა გვარამიას ბრიფინგი, დაყენებული ტონითა და მანერებით ტერორისტების სავარაუდო მსხვერპლისადმი გამოხატულ მხარდაჭერასთან ერთად, დღევანდელი ხელისუფლებისათვის დამკვეთის იარლიყის მიწებება იყო.
მაგრამ, წამყვანი თავად აცდა მისივე მესიჯ ბოქსის მთავარ ხაზს, გამოვიდა რომ, რუსეთის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი, თავად რუსეთუმე ხელისუფლებამ აღკვეთა. თან აღკვეთა ყოველგვარი დანაკარგის გარეშე, რაც ასევე აღნიშვნის ღირსია.არ მეთანხმებით ბატონო ნიკა, თუ ამის თქმა უბრალოდ დაგავიწყდათ? მთავარია დანაშაულის პრევენცია სახეზეა,
სავარაუდო სამიზნე უვნებელია. ეს და სხვა აქმამდე ქვეყნისა და თითოეული პირისთვის არიდებული საფრთხე სპეცსამსახურებისა და პოლიციის შრომის შედეგია. დიახ,იმ ადამიანების 20-21 ივნისს რომ კორდონებიდან იტაცებდოთ და უმოწყალოდ ცემდით. ისე არამგონია პუტინს საერთოდ აინტერესებდეს გაბუნია და მით უფო მის ლიკვიდაციაზე ეფიქრა.
ციხე შიგნიდან ტყდება და იმედია ერთმანეთის გაწირვაზე არავინ გადავა”,- წერს თამთა მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები