ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ამ საღამოს, მაქსიმუმ ხვალ დილით, ესენი გაბუნიას მკვლელობის შემკვეთებათ ხელისუფლებას დაასახელებენ, რომელმაც თვითონ აღკვეთა ეს მკვლელობა

„ამ საღამოს, მაქსიმუმ ხვალ დილით, ესენი გაბუნიას მკვლელობის შემკვეთებათ ხელისუფლებას დაასახელებენ, რომელმაც თვითონ აღკვეთა ეს მკვლელობა”, – ამის შესახემ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ტელეკომპანია „მთავარის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრიფინგს ეხმიანება.

„სუსმა აღკვეთა ძალიან სერიოზული დანაშაული, მათ უმაღლესი პროფესიონალიზმით იმუშავეს, მაგრამ ნიკა გვარამიას ერთი სიტყვა არ უთქვამს სამადლობელი ამ უწყების მიმართ. მის “გონორს” საზღვარი არ ჰქონდა ბრიფინგზე.

ეს მაგათი სტილია, მაგისი და „ნაციონალური მოძრაობის”. დაიმახსოვრეთ, ამ საღამოს, მაქსიმუმ ხვალ დილით, ესენი გაბუნიას მკვლელობის შემკვეთებათ ხელისუფლებას დაასახელებენ, რომელმაც თვითონ აღკვეთა ეს მკვლელობა.

არ გამიკვირდება, რომ ამ სისულელემდე მივიდნენ…”, – წერს მჭედლიშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია ერთი პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები