გოჩა მირცხულავა: ერთის მხრივ ისაუბრო რუსეთის მიერ დაგეგმილ ტერორისტულ აქტზე და მეორე მხრივ აღმკვეთებს რუსეთუმე ეძახო, ვერაფერი ლოგიკაა

„ყოველი არიდებული დანაშაული სპეცსამსახურების და პოლიციის შრომის შედეგია”, – ამის შესახებ ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს და ტელეკომპანია „მთავარის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრიფინგს ეხმიანება.

იგი მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და კონრტერორისტულ ცენტრს გაწეული საქმიანობისთვის.

„ქილერები, დამნაშავეები, დაკვეთილი დანაშაულის შემსრულებლები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჩადიან. დიდი სიბრიყვეა იმაზე საუბარი – რას ჰქვია ქვეყანაში „შემოუშვესო”. მგონი რაღაცეებს „ვურევთ”. აშშ-ს პრეზიდენტი აგვიფეთქეს ლამის თბილისში, ეგრე არ იყო? სახელმწიფოს ვალდებულებაა დანაშაულის პრევენცია მოახდინოს და თავიდან აგვარიდოს. ყოველი არიდებული დანაშაული სპეცსამსახურების და პოლიციის შრომის შედეგია. არ მგონია და ვერც დავიჯერებ, რომ სწორი იყოს, ერთის მხრივ ვათვითცნობიერებდეთ არიდებულ უდიდეს საფრთხეს და მეორე მხრივ – ხდებოდეს ამ საფრთხის მომრიდებელი სამსახურების დისკრედიტირება, საქმეზე მომუშავე პერსონების დემორალიზებით და ამ ადამიანების ლამის დამკვეთის ხელქვეითებად მოხსენიება. ისე, ხელისუფლების პოლიტიკური ნების არქონის პირობებში, შესაბამისი სამსახურები ვერაფერს გააწყობდნენ. ამიტომ, ვიმეორებ ერთის მხრივ ისაუბრო რუსეთის მიერ დაგეგმილ ტერორისტულ აქტზე და მეორე მხრივ აღმკვეთებს რუსეთუმე ეძახო, ვერაფერი ლოგიკაა.

რადგან ჩემი პოზიცია კონკრეტულ ფაქტზე – იმთავითვე იყო ერთმნიშვნელოვანი, ახლა “ცივილიზებული სამყაროს” კონტექსტშიც გავიმეორებ – გაბუნიას ტექსტი ცივილიზებული სრულებითაც არ იყო. იმ წამსვე გამოვთქვი შეშფოთება, რომ ამ არაცივილიზებულ გამოხტომას (რომელიც არანაირად არ არის გმირობა, როგორც ეს ახლომხედველმა პუბლიკამ შეაფასა), სწორედ რომ არაცივილიზებულად უპასუხებდა საქართველოს ნომერ პირველი მტერი და მისი მონათა კლასი.

მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და კონრტერორისტულ ცენტრს გაწეული საქმიანობისთვის.

ისე, გიორგი სანაიას პოლიტიკური მკვლელობა გამახსენდა ახლა. ნოდარ მელაძეზე – დამონტაჟებული თუ დაუმონტაჟებელი სატელეფონო საუბარი. და ისე, გაბუნიას სიკვდილი ნეტავ ვის აძლევდა ხელს. იდიოტია პუტინი? ეს ხომ ხელისუფლების დამხობის წინაპირობა იყო. და “თავის” ხელისუფლებას ამხობდა? თან პუტინს ლამის კრემლში აგინებენ უკვე დედას…. ძალიან ბევრი კითხვა მოითხოვს პასუხს, ბევრი, ბევრი….”, – წერს მირცხულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები