მაკრონი: რასიზმთან ბრძოლას გავაძლიერებთ

“საფრანგეთი მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის თანაბარი შესაძლებლობების გამოსავლენად ბრძოლას გააძლიერებს”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

“რასიზმის, ანტისემიტიზმისა და ნებისმიერი დისკრიმინაციის მიმართ უკომპრომისო ვიქნებით. ჩვენი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს”, – თქვა მაკრონმა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ დიპლომის მიღება და დასაქმება “მხოლოდ დამსახურებებს უნდა ეყრდნობოდეს”. მისივე თქმით, “გვარი, მისამართი, კანის ფერი პრეტენდენტების შანსებს არ უნდა ამცირებდეს”.

ამასთან, მაკრონმა ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე საუბრისას თქვა, რომ რესპუბლიკა ისტორიიდან არცერთ გვარს წაშლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები