ლადო ბოჟაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ სპორტსმენების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ სპორტსმენების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ზოგადად, სპორტისადმი დამოკიდებულების შესახებ. ვგულისხმობ მათი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებას 2018 წელს, რომ ქართულ ფეხბურთში არცერთი თეთრი  უნდა დაიხარჯოს, რომ სახელმწიფო არ უნდა აფინანასებდეს არც სპორტს, არც – კულტურას. ასევე, გვახსოვს,  ხელისუფლებაში მათი ყოფნის პერიოდში როგორი დამოკიდებულება იყო სპორტის მიმართ: დაიხურა სპორტის აკადემია, ყველა უნივერსიტეტში სპორტის კათედრები გაუქმდა, ფაქტობრივად, განადგურდა საუნივერსიტეტო, სასკოლო სპორტი.

გუშინ მათი ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მხრიდან გაკეთდა განცხადება, თითქოსდა, საქართველოში ფედერაციები ფინანასდებიან იმისდა მიხედვით, ვინ რამდენ ზონდერს გამოიყვანს არჩევნებზე. ეს ის ტაქტიკაა, რასაც თავად ახორციელებდა „ნაცმოძრაობა“, როცა ხელისუფლებაში იყო. იგივე 7 ნოემბერს აქციის დარბევაში მონაწილეობას იღებდნენ ჯინსებში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც, მერე გაირკვა, რომ კონკრეტულ ფედერაციებს წარმოადგენდნენ. სწორედ მაშინ იყვნენ სპორსტმენები აქტიურად გამოყენებულნი ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ.

რაც შეეხება იმას, თუ რა ხდება ახლა სპორტში და რატომაა აქტუალური სპორტის საკითხი კვლავ. ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კორცხელის ინციდენტი, რომელიც ძალინ სამწუხარო იყო. ამას შესაბამიისი სამართლებრივი რეაგირებაც მოჰყვა. მას შემდეგ რამდენი არჩევნები ჩატარდა და სპორტსმენები საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულები არ გვინახავს. იმაში, რომ სპორტის სამყარო და ადამიანები, რომლებიც სპორტში მოღვაწეობენ, ბუნებრივად უჭერენ მხარს „ქართულ ოცნებას“, გასაკვირი არაფერია. იცით, რომ 2012 წელს 40 მილიონი იყო სპორტის დაფინანასება და ახლა წლიური ბიუჯეტი 167 მილიონია. თუ 33 000 სპორტსმენი გვყავდა 2012 წელს, ახლა სპორტით 130 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული, 150 მილიონზე მეტი დაიხარჯა ახალ ინფრასტრუქტურაზე.
გვახსოვს, იყო მიზანმიმართული შეტევა ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების წინააღმდეგ, იგივე ლაშა ტალახაძის წინააღმდეგ. ახლაც არის მცდელობა, ერთი მხრივ, მოხდეს ბულინგი ნებისმიერი სპროტსმენის თუ გამოჩენილი ადამიანისა, რომელიც გაბედავს და ღიად გამოხატავს საკუთარ პოზიციას. მეორე მხრივ, სპორტსმენების, სპორტის ფედერაციების მიმართ მიდის ცილისწამება და დისკრედიტაცია. ბარამიძემ განაცხადა, რომ ფედერაციები ემზადებიან 31 ოქტომბრისა და მასობრივი არეულობებისთვის. ეს ჩვენი სპორტსმენების შეურაცხყოფაა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისა და ადამიანისთვის, რომელსაც აქვს როგორც არჩევნებთან, ასევე, სპორტთან კავშირი, ძალიან მიუღებელი იყო ეს განცხადება. კიდევ ერთხელ მინდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდო, თავი შეიკავონ ასეთი ტიპის განცხადებებისგან, დაანებონ თავი სპორტს, რადგან ქართული სპორტი არის ყველასი და არა – რომელიმე პარტიის ან ლიდერის“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები