გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ არ შეეცვალა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის 10 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ბრალდების მხარემ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.