პროკურატურამ გორში მომხდარ ფაქტზე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა

გორის რაიონულმა პროკურატურამ ქ.გორში მომხდარი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებული თ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 9 ივნისს, ქ.გორში, რესტორან „ჟოზეფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ.კ.-მ, შელაპარაკებისას, ე.თ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები