დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 11 ივნისს ტელევიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელი უხელმძღვანლებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი – ოლივერ ვარჰელი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებულ დინამიკაზე და წარმოადგენს საქართველოს ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მომავალთან დაკავშირებით.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ გლობალური პანდემიით შექმნილ ვითარებასა და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები