ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდების 3 მოწმე დაიკითხა

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდების 3 მოწმე დაიკითხა.

საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ერთ-ერთი მოწმე ბადრი პატარკაციშვილის კომენდანტი იყო, რომელიც ურეკის რეზიდენციას მეთვალყურეობას უწევდა.

“ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა, მათ შორის, ბადრი პატარკაციშვილის კომენდანტი, რომელიც ურეკის რეზიდენციას უწევდა მეთვალყურეობას. მან დაადასტურა, რომ 2006 წლის ზაფხულის თვეში ჯემალ შამათავასგან მიიღო სმს-შეტყობინება, რომელიც აფრთხილებდა, რომ იმ დღეს სტუმრები ჰყავდა და ყურადღებით ყოფილიყვნენ. სწორედ ამ სმს-შეტყობინების შემდეგ, ჯემალ შამათავა დააკავეს. ასევე, დაიკითხა დაცვის თანამშრომელი და ურეკის პოლიციის ყოფილი თანამშრომლები“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

ცნობისთვის, გამოძიების ვერსიით, ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 2006 წელს დაგეგმა, რაც მიზნად ისახავდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ბადრი პატარკაციშვილის დაშინებას. ურეკის პოლიციის მაშინდელ უფროსს, ჯემალ შამათავას კი ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მორიგე დაცვის განეიტრალება დაევალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები