გიორგი გახარია: შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ, პირველ ყოვლისა, ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში

“შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ, 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და, პირველ ყოვლისა, ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში განაცხადა, სადაც შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება.

„შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ, 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ, პირველ ყოვლისა, საქართველოში. იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, სირცხვილია. გვაქვს ამის შესაძლებლობა ახლა და მოდით მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულები ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვანახოთ და შემდგომ უკეთესად მოვემზადოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად, კარგად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები