დავით სონღულაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს არაფორმალურ შეხვედრაში ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღო მონაწილეობა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს არაფორმალური შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ბიუროს სხდომას ასამბლეის თანაპრეზიდენტები, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და უკრიანის რადას დეპუტატი, ივან კრულკო ხელმძღვანლობდნენ.

შეხვედრის განხილვის მთავარი თემა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მისაღები ოფიციალური განცხადება იყო, რომელიც, როგორც წესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უძღვის წინ და რომელიც მიმდინარე წლის 18 ივნისს არის დაგეგმილი.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს განცხადება, რომელიც ოფიციალურად უახლოეს დღეებში იქნება მიღებული, ეხმიანება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც აქტუალურია აღმოსავლეთ პარტნიორობის მოსალოდნელი სამიტის ფარგლებში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები