“შევძელით, რომ დღეს გავხსენით ეკონომიკა და მცირეა დარჩენილი შეზღუდვები, ამან დადებითად იმოქმედა ლარის კურსზე, ნაციონალური ვალუტა გამყარდა”

“2020 წელი ჩვენთვის ძალიან კარგად დაიწყო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პარამეტრებით, პანდემიამ თავისი ნეგატიური სიტყვა თქვა ჩვენს ეკონომიკაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მან კოლეგებს შეახსენა, რომ წლის დასაწყისში, პანდემიის გამოცხადებამდე ქვეყანაში ძალიან შემცირებული ინფლაცია იყო.

“ასევე, დაიწყო ლარის კურსის გამყარება და იანვარში ლარის კურსი 2,75-მდე იყო და 5,1% ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა. მაგრამ პანდემიამ მძიმე გავლენა იქონია ჩვენს ეკონომიკაზე და როგორც დეპუტატმა განაცხადა, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა დაახლოებით -4 % იქნება 2020 წელს, მიუხედავად ამ ყველაფრისა პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უდიდესი შეღავათი მიიღო ჩვენმა ეკონომიკამ მას შემდეგ, რაც სწორი ტაქტიკა იქნა არჩეული და წარმატებული იყო ამ ბოლო თვეების განმავლობაში ბრძოლა კოვიდ 19-თან. საკოორდინაციო გუნდის და ზოგადად ეპიდემიოლოგების მეშვეობით ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს გავხსენით ეკონომიკა და ძალიან მცირეა იმ შეზღუდვების ნუსხა, რომელიც არის დარჩენილი. ამან, რა თმა უნდა, დადებითად იმოქმედა ლარის კურსეზე და თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ნაციონალური ვალუტა გამყარდა”,-აღნიშნა მზურნიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან სერიოზული თანხები იქნა მოზიდული, რაც ძალიან დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე მეწარმეობის ხელშეწყობის გაძლიერებისთვის პროგრამა „აწარმოე საქართველოში” არის ცვლილებები, მოგეხსენებათ, რომ დადგენილი სასესხო ლიმიტი 150 000-დან 50 000 ლარამდე შემცირდება და ასევე თანადაფინანსების თვეები 24-დან 36-მდე გაიზრდება. პროგრამის ბიუჯეტი 300 ლმნ-ზე მეტია, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა არის ეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ძალიან ბევრი პროგრამა გაერთიანდა სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც, რასაც ჰქვია სუბსიდირება სესხის უზრუნველყოფის ნაწილში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წაადგება ქვეყანას. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება კორონავირუსის მეორე ტალღა, ჩვენ შევძლებთ, რომ წლის ბოლომდე დავიბრუნოთ სტატუს კვო და 2021-23 წლებში, როდესაც იქნება უკვე დამუშავებული და სულ მალე გვექნება პოსტ კრიზისული გეგმა, რომელზეც მუშაობენ არა მარტო ქართველი, ასევე მსოფლიო დონის ეკონომისტები სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან და ამას სულ მალე წარვადგენთ”,-განაცხადა დეპუტატმა.
მან ყურადღება გაამახვილა უცხოურ ინვესტიციებზე, რომელთა მოზიდვაც ხდება ქვეყანაში.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს პანდემიაა, გრძელდება ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია ოპიკ პეი ემ ჯგუფის ფოთის საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში 50 მლნ ამერიკული დოლარით დააფინანსებს, ჯგუფი მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას აპირებს.
მთლიანად ტერმინალის პროექტის ღოირებულება 120 მლნ ამერიკული დოლარია, პირველი ფაზისთვის კი 99 მლნ დოლარი დაიხარჯება აქედან 50 მლნ დოლარი ოპეკის დაფინანსება იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკული ინვესტიციები იზრდება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები