​სეს-მა კოღოს საწინააღმდეგოდ ლაგოდეხში ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 11 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს. სულ 10 ათასი ჰექტარის დამუშავებაა დაგეგმილი. ღონისძიებები, უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობები მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.

სეს-ის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფენში ღონისძიებების მიმდინარეობას კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან, კობა ჩიკვაიძესთან ერთად გაეცნო. აღინიშნა, რომ ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში, სადაც ზაფხულის პერიოდში დიდი რაოდენობით აღინიშნება, უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები