აშშ და რუსეთი ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გამართავენ

აშშ და რუსეთი ვენაში ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გამართავენ. დიალოგზე ჩინეთიც არის მიწვეული.

ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეიარაღების კონტროლის საკითხებში მარშალ ბილინგსლიმ დაწერა.

“ვესაუბრეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიაბკოვის და ივნისში ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გამართვაზე შევთანხმდით. ასევე მიწვეულია ჩინეთი. შემოგვიერთდება თუ არა ჩინეთი და გამართავს თუ არა ის კეთილსინდისიერ მოლაპარაკებას? – დაწერა ბილინგსლიმ.

Bloomberg წერს, რომ მოლაპარაკება შესაძლოა, “შემტევი სტრატეგიული იარაღის შემცირების შეთანხმების” გახანგრძლივებას შეეხოს. ​

მოსალოდნელია, რომ ღონისძიება 22 ივნისს გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები