დავით ასათიანი: პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების შეხვედრა კლიენტებთან გართულებულია

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატის შეხვედრა კლიენტთან  გართულებულია.

მისი თქმით, დაუშვებელია, თუნდაც რაიმე ობიექტურ გარემოებას მსხვერპლად შეეწიროს ბრალდებულის დაცვის უფლება.

“პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების მათ კლიენტებთან შეხვედრა ძალზედ გართულებულია: რიგები, მრავალსაათიანი ლოდინი, არასაკმარისი ოთახები შეხვედრებისათვის.

გასაგებია პანდემიის გამოწვევები, გასაგებია პატიმართა ნათესავების ვიზიტები, მაგრამ დაუშვებელია, თუნდაც რაიმე ობიექტურ გარემოებას მსხვერპლად შეეწიროს ბრალდებულის დაცვის უფლება!

პრობლემა მოითხოვს უმოკლეს დროში გადაწყვეტას”, – წერს დავით ასათიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები